თსუ-ში სენატის სხდომა გადაიდო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სენატის სხდომა გადაიდო, – ამის შესახებ “კვირას” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრმა, გიორგი გალდავამ განუცხდა.
ცნობილია, რომ სტუდენტებმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან მიიღეს შეთავაზება, რომლის მიხედვითაც, ისინი შემდეგ სხდომაზე დასწრებას შეძლებენ. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდებიან თუ არა ისინი შეთავაზებას. აქცია ამ დროისთვის კვლავ გრძელდება.
უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი კანცლერის პოსტზე წარდგენილი გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები