გია გაჩეჩილაძე – ბაჩო კიკაბიძეს “მაესტროს” სახელის გამოყენების უფლება არ აქვს

„მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „მაესტრო 24“ -ის დირექტორის, ბაჩო კიკაბიძის ტელევიზია “მაესტროს” სახელით ვერ იფუნქციონირებს. მისივე განმარტებით, “მაესტროს” სახელის გამოყენებისთვის ყველა დამფუძნებლის თანხმობაა საჭირო.
“სასამართლოში შევიტანეთ საჩივარი და ბაჩო კიკაბიძეს არა აქვს არანაირი უფლება, გაიტანოს სახელი და იფუნქციონიროს სხვაგან, თუ ყველა დამფუძნებელი არ იქნება ამის მომხრე”, -განაცხადა გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები