რამდენიმე დღეში “მაესტროს” სახელით მაუწყებლობას ახალი ტელევიზია დაიწყებს

ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილია კიკაბიძის ინფორმაციით, “მაესტროს” სახელით მაუწყებლობას რამდენიმე დღეში ახალი ტელევიზია დაიწყებს.
ილია კიკაბიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მას უკვე ჰქონდა გარკვეული კონსულტაციები მაკა ასათიანთან.
“ბოლო დროს მიდის ასეთი ნარატივი, თითქოს ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა ტელეკომპანია “მაესტროს” დირექტორად. ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა შპს-ს დირექტორად და არა ტელეკომპანიის დერექტორად. სწორედ ბოლოდროინდელი მოვლენები გახდა კიდევ ერთხელ საფუძველი იმისა, რომ უახლოეს დღეებში მე დავიწყო “მაესტროს” სახელით მაუწყებლობა. მე მქონდა კონსულტაციები ქალბატონ მაკა ასათიანთან. ჩვენ პრინციპში შევთანხმდით შენობასთან და ყველა იმ აღჭურვილობასთან დაკავშირებით, რაც საჭიროა მაუწყებლობისთვის. ასევე მქონდა მოლაპარაკებები იმ სახელის თანაავტორებთან და ჩემს მეგობრებთან – ეკა აკობიასთან და მამუკა ღლონტთან და რამდენიმე დღეში მე, როგორც შპს “ტელეკომპანია მაესტროს” დირექტორი, დავიწყებ ამ სახელით მაუწყებლობას. მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ტელეკომპანია “მაესტროში” მუშაობდა. მე აუცილებლად შევხვდები ყველა მათგანს და შევთავაზებ მათი პროფესიის და გამოცდილების მიხედვით ჩემთან თანამშრომლობას. ასევე მინდა მივმართო მამუკა ღლონტს და ვთხოვო, მონაწილეობა მიიღოს კონსულტაციის მხრივ “მაესტროს” მართვაში”, – განაცხადა ილია კიკაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები