სტუდენტები სენატს სხდომის დაწყების საშუალებას არ აძლევენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები უნივერსიტეტის სენატს სხდომის დაწყების საშუალებას არ აძლევენ. სტუდენტებს მხარდაჭერა სენატის რამდენიმე წევრმაც გამოუცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტები მანამ არ დაიშლებიან, სანამ უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილი გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა არ მოიხსნება. სტუდენტები გიორგი გაფრინდაშვილის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა შეძახილს სკანდირებენ. აღსანიშნავია, რომ დაპირისპირების დაწყებამდე გაფრინდაშვილმა მოუწოდა ახალგაზრდებს, რომ თსუ-ს 1 კორპუსისკენ არ წასულიყვნენ, რათა არ მომხდარიყო მხარეთა შორის დაპირისპირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები