ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ნახევარი წლით გააგრძელა

ევროკავშირმა რუსეთის 146 ფიზიკური პირისა და 37 კომპანიის წინააღმდეგ სანქციები ექვსი თვით გააგრძელა. სიაში ის ადამიანები და კომპანიები შევიდნენ, რომლებიც უკრაინის კონფლიქტზე არიან პასუხისმგებლები. საბანკო აქტივების გაყინვა და ამ პირთა მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები სექტემბრამდე იმოქმედებს. „სანქციების გაგრძელების მიზეზი ის გახდა, რომ უკრაინის სუვერენიტეტი კვლავ დარღვეულია“ ,- ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში მონაწილეობას დღესაც უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები