ბაჩო კიკაბიძე: “მეცხრე არხის” აპარატურაც ტელეკომპანია “იმედის” საკუთრებაშია

„მაესტრო 24“ -ის დირექტორის, ბაჩო კიკაბიძის ინფორმაციით, „მეცხრე არხის“ შენობა, რომელშიც შესაძლოა, ტელეკომპანია „მაესტრო“ განთავსდეს, იმედის ბალანსზეა. მისივე განმარტებით, „იმედის“ ბალანსზეა ტელეკომპანიის აპარატურაც.
“ლევან გაჩეჩილაძეს განუცხადებია, რომ ახალი ტელევიაზია “მეცხრე არხის” შენობაში განთავსდება. ეგ შენობა “მეცხრე არხის” კი არა, “იმედის” არის. ნუ გვერიდება, მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ “იმედი” არის ყველაფრის თავში. ასევე, “მეცხრე არხის” აპარატურაც არის ტელეკომპანია “იმედის” საკუთრებაში”,- განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ.
რაც შეეხება ტელეკომპანია “იმედს”, მისი მენეჯმენტი ადასტურებს, რომ “მეცხრე არხის” ყოფილი შენობა “იმედის” საკუთრებაშია, თუმცა მენეჯმენტის განცხადებით, ამ ეტაპზე, რაიმე ტიპის მოლაპარაკება, რომ ეს შენობა იჯარით გადაეცეს ლევან გაჩეჩილაძეს, არ მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები