მოსკოვში სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა თავი მოიკლა

 

რუსეთის სახელმწიფო დაცვის ყოფილმა უფროსმა, ვლადიმერ რიბკინმა თავი მოიკლა. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ საგამოძიებო ორგანოებიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. სააგენტოს ინფორმაციით, რიბკინის 68 წლის ცხედარი მოსკოვში, ზუბოვსკის ბულვარზე აღმოაჩინეს. ის, სავარაუდოდ, მაღალი სიმაღლიდან გადმოვარდა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ბოლო დროს რიბკინს დეპრესიის გამო ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ვლადიმერ რიბკინი რუსეთის სახელმწიფო დაცვას 2002 წლიდან ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები