ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 100 მილიონ ევროს გამოუყოფს

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების – „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქცია და განვითარება“ გათვალისწინებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს, 25 წლის ვადით, 100 მლნ. ევროს გამოუყოფს, რომელიც მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ცნობით, გამოყოფილი თანხის ნახევარი – 50 მლნ. ევრო თბილისში, გასულ წელს მომხდარი სტიქიის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება, 25 მლნ – ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება, ხოლო დარჩენილი 25 მლნ. ევრო გზებისა და წყლის სისტემების რეაბილიტაციისთვის არის გათვალისწინებული. „თითოეული ტრანშის ჩარიცხვა ეტაპობრივად მოხდება და გამოყოფილი თანხის სავალუტო ერთეული და სესხის პირობები ინდივიდუალურად დადგინდება“, – აღნიშნა კაკაურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები