კიევში რუსეთის საელჩოს შენობას „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს
კიევის პოლიციამ დააკავა, ხოლო შემდეგ გაათავისუფლა სამი ადამიანი, რომლებმაც უკრაინაში, რუსეთის საელჩოს ეზოში „მოლოტოვის კოქტეილები“ ისროლეს.
პოლიციამ ისინი დაკითხვის და ვინაობის დადგენის შემდეგ გაათავისუფლა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. რუსეთის საელჩოს პრესმდივნის, ოლეგ გრიშინის განცხადებით, შენობას ხანძარი არ გაუჩნდა. საელჩოს სერიოზული მატერიალური ზარალი არ მიუღია.