“მაესტრო” შესაძლოა, მეცხრე არხის შენობაში განთავსდეს
“მაესტროს” გენერალური დირექტორის, ლევან გაჩეჩილაძის ინფორმაციით, ტელეკომპანიის გაკოტრებასთან დაკავშირებული სარჩელის სასამართლოდან გამოტანასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, დღეიდან მისი ფინანსური თანაშემწე დოკუმენტაციის გადაბარებას დაიწყებს.
“დღეს მინდა თემურ გაჩეჩილაძეს გავაცნო ჩემი ფინანსური თანაშემწე, რომელიც დაიწყებს საბუთების გადაბარებას”, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
რაც შეეხება საკითხს, თუ სად შეიძლება განთავსდეს ტელეკომპანია, გენერალურმა დირექტორმა განმარტა, რომ “იხილება ყველა შენობა, გამომდინარე იმისა, რა ზომის არის და როგორ არის”.
“ძალიან ბევრი დეტალი აქვს განთავსებას. ვინ სად დაჯდება, როგორ დაჯდება, მუშაობის პროცესი როგორ იქნება, ტექნოლოგიური აღჭურვა როგორ იქნება და ყველა შენობა იხილება, მათ შორის მეცხრე არხის”, – განაცხადა “მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა.