ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მეტროს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარის დაგების გამო, დღეს 15:30-დან 17:30 საათამდე ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მეტროს მიმართულებით.
მერიის ინფორმაციით, საპირისპირო მიმართულებით გადაადგილება შეზღუდვის გარეშე იქნება შესაძლებელი. ხიდის სავალ ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 მარტს დასრულდება და ორმხრივი მოძრაობა სრულად აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები