ზურა აბაშიძე: წელს რუსეთთან სავიზო რეჟიმი შესაძლოა, საერთოდ მოიხსნას

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, წელს რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი შესაძლოა, გაუქმდეს. აღნიშნული განცხადება აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„სავიზო რეჟიმი, მართლაც, მნიშვნელოვნად გამარტივდა, ბოლო ორი თვეა, მოქმედებს საკმაოდ შეცვლილი, გამარტივებული სავიზო რეჟიმი. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ წელს შეიძლება საერთოდ მოიხსნას ეს სავიზო რეჟიმი. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, საგარეო უწყებამაც გააკეთა შესაბამისი კომენტარი. შევხედოთ, ეს სავიზო რეჟიმი როგორ მუშაობს და რამდენად მოუხსნა მოსახლეობას პრობლემები რუსეთის მიმართულებით გადაადგილების დროს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები