თბილისში შირაქის პროდუქტების ჯიხური გაძარცვეს

თბილისში შირაქის პროდუქტების ჯიხური გაძარცვეს. როგორც „კვირას“ შსს-დან აცნობეს, ფაქტი იოსებიძისა და პეკინს შორის მდებარე ბროლოსანის ქუჩაზე მოხდა. სამსახურში მისულ ჯიხურის თანამშრომელს მინა ჩამსხვრეული დახვდა, კარზე კი მოხერხილი იყო ბოქლომის საკიდი. მძარცველმა მხოლოდ 10 ლარის წაღება შეძლო.
საქმე 177-ე მუხლის მიხედვით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები