შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, თურქეთის დროშით მცურავი თევზმზიდი გემი AZMIREIS-1 ფოთის საზღვაო ნავსადგურში დააკავეს.
გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები