თეა წულუკიანი „მაესტროს“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

იუსტიციის მინისტრი ტელეკომპანია „მაესტროს“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საჯარო რეესტრმა შეასრულა ის, რაც წერია სასამართლო გადაწყვეტილებაში.
მინისტრის განმარტებით, საჯარო რეესტრმა აღასრულა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, რომლის იგნორირების უფლება არავის აქვს.
“საჯარო რეესტრმა შეასრულა ის, რაც წერია სასამართლო გადაწყვეტილებაში, რომ ქალბატონი ეთერ გადაბაძის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდა. ის გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში და სააპელაციო სასამართლომაც ბოლო ინსტანციით 1-ელ მარტს მას უთხრა უარი. ამის შემდეგ უნდა აღსრულდეს სასამართლო განჩინება, რაც დღეს, 7 მარტს, საჯარო რეესტრმა განახორციელა კიდეც”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძე შპს “სტუდია მაესტროს” დირექტორად დაარეგისტრირა. საჯარო რეესტრის განმარტებით, ლევან გაჩეჩილაძე სტუდია “მაესტროს” დირექტორად თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1-ელი მარტის განჩინების საფუძველზე დარეგისტრირდა. სასამართლოს განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები