დარჩება თუ არა სტუდია “მაესტრო” შენობის გარეშე

ტელეკომპანია “მაესტრო” შესაძლოა, შენობის გარეშე დარჩეს. ინფორმაციას ამის შესახებ ერთ-ერთი მედიასაშუალება ავრცელებს. მისივე განმარტებით, მან მოიპოვა წერილი, რომელიც შპს სტუდია “მაესტროს” შპს “მ-ინვესტმენტმა” გაუგზავნა.
მოგეხსენებათ ,”მაესტრო” “მ-ინვესტმენის” შენობაშია განთავსებული, ტექნიკა კი თავად ტელეკომპანიის საკუთრებაა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, წერილი 2015 წლის 8 დეკემბრითაა დათარიღებული და აღნიშნულია, რომ “მ-ინვესტმენტს” 2015 წლის 31 დეკემბრის შემდეგ სტუდია “მაესტროსთან” აღარ სურს საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება. თუმცა მაუწყებლობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად არ ითხოვენ საიჯარო ქონების დაუყოვნებლივ გამოთავისუფლებას. აღსანიშნავია, რომ წერილში ასევე საუბარია სტუდია “მაესტროს” მხრიდან მ-ინვესტმენტის მიმართ არსებულ დავალიანებაზე, რაც 255 ათას 90 ლარს შეადგენს. ამასთან, სიუჟეტში ნათქვამია, რომ შპს “მ-ინვესტმენტის” 100- პროცენტიანი წილი მაკა ასათიანს ეკუთვნის. შპს სტუდია “მაესტროს” საკონტროლო პაკეტს (55 პროცენტი) კი, ბოლო მონაცემებით, გია გაჩეჩილაძე ფლობს. 15 პროცენტის მფლობელი მამუკა ღლონტია, 5 პროცენტის მფლობელი – ეკატერინე აკობია, ხოლო 25 პროცენტის -მაკა ასათიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები