სააკაშვილი – კოლომოისკი ოდესაში საქართველოდან ხალხის ჩაყვანას და საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს

ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი საქართველოში ხალხს აგროვებს, რათა ისინი ოდესაში ჩაიყვანოს მის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების გასამართად. ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა.
„ვიდრე კოლომოისკი საქართველოში ხალხს აგროვებს ოდესაში ჩამოსაყვანად და ჩემს წინააღმდეგ აქციების გასამართად, თბილისში მოსახლეობამ „ცოცხალი ჯაჭვი“ გააკეთა რუსული პოლიტიკის და „გაზპრომის“ წინააღმდეგ. იქ ასევე იყო ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების არაერთი მოთხოვნა“, – განაცხადა ოდესის გუბერნატორმა.
მან ასევე დაამატა, რომ 9 მარტს აქტივისტები თბილისში უკრაინელი პილოტის მხარდასაჭერად ახალი აქციის გამართვას გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები