ყოფილი ხელისუფლების დროს დაზარალებულ 5 მოქალაქეს წართმეული ქონება დაუბრუნდება
რამდენიმე წუთში, მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოკა კაციტაძე პროკურატურაში დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდება.
შეხვედრაზე კაციტაძე მოქალაქეებს საჭირო პროცედურებს განუმარტავს. საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ქონება დაუბრუნდებათ. საუბარია სამ საცხოვრებელ ბინასა და ერთ საოფისე ფართზე. მთავარ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად 5 დაზარალებულ მოქალაქეს, პროკურატურის, ეკონომიკის სამინისტროსა და მთავრობის ერთობლივი მუშაობით ერთ მილიონ ლარამდე ღირებულების სამი საცხოვრებელი ბინა და ერთი საოფისე ფართი დაუბრუნდებათ.