საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 3,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ტყვარჩელის ჩრდილოეთით 24 კილომეტრში, სოფელ ქვაბჩარასთან დაფიქსირდა. უცნობია, მოჰყვა თუ არა ნგრევა მიწისძვრას.