როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში

საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თუმცა, ზოგიერთ რაიონში ნალექის სახით შესაძლებელია იწვიმოს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, 7 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა იქნება +15, +20 გრადუსი.
8–10 მარტს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსი იქნება. აღმოსვლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა +14, +19 გრადუსია მოსალოდნელი. 11 მარტიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები