წერეთლის გამზირზე 31 წლის მამაკაცი მოკლეს

  წერეთლის გამზირზე ურთიერთშელაპარაკებისას, გუშინ, გვიან ღამით, 31 წლის მამაკაცი მოკლეს. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას სხეულზე ცივი იარაღით 8 ჭრილობა აქვს მიყენებული. სასიკვდილოდ დაჭრილმა მამაკაცმა ტაქსის გაჩერება შეძლო, თუმცა ის მალევე გარდაიცვალა. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და საპატრულო პოლიცია. ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები