ირანში მილიარდერს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ირანელი მილიარდერი ბაბაკ ზანჯანი კორუფციაში დამნაშავედ ცნეს და მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება. სასიკვდილო განაჩენი სასამართლომ დიდი ხნის განხილვის შემდეგ გამოიტანა. ზანჯანის თანხების უკანონოდ ხარჯვა ბრალდებოდა, რომელიც მან ნავთობის უკანონოდ გაყიდვისგან მიიღო. მილიარდერს თაღლითობას, ეკონომიკურ დანაშაულებს და 2,8 მილიარდი დოლარის მითვისებაში ადანაშაულებდნენ. ამ საქმეზე ბრალდებულ კიდევ ორ პირს ასევე სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ირანული მედიის ცნობით, ზანჯანის ქონება 13,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები