„ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასმა 39 დოლარს მიაღწია
„ბრენტის“ ტიპის ნავთობის მაისის ფიუჩერსის ფასმა 39 დოლარი შეადგინა. ამის მიზეზი აშშ-ში ჭაბურღილების რაოდენობის შემცირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გახდა. ბოლოს ერთი ბარელი ნავთობის ფასი 39 დოლარი იანვრის დასაწყისში ღირდა. გასულ კვირას რეიტინგულმა სააგენტო Moody’s-მა ნავთობის ექსპორტიორი 18 ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გადახედვის შესახებ განაცხადა. ამ პროგნოზის მიხედვით, 2016 წელს „ბრენტის“ ტიპის ნავთობი 33 დოლარი ეღირება, 2017 წელს – 38, ხოლო 2019 წელს 48 დოლარამდე ავა.