თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს, სხვადასხვა სამუშაოების გამო, ელექტომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია “თელასის” ცნობით, ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება ისნის, გლდანის, საბურთალოს, დიდუბის, ჩუღურეთის, ნაძალადევის, ვაკის და დიდგორის რაიონებს.

ისნის რაიონი, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, ვარდების მოედნის, ერევნის, ალადაშვილის, ხივინის და კონსტანტინე ერისთავის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, კრუბსკაიას, მიხაკო წერეთლის, გიორგი წერეთლის, რიონის, მორის ფოცხიშვილის, ულიანოვის, სარაჯიშვილის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, გელა ჭედიას და კაჭარავას ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, რობაქიძის, გოძიაშვილის და სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, რეხის და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, ჭყონდიდელის, საყვირის, ზესტაფონის, წიწამურის, ნათაძის, ბეჟანიშვილის, ხვინგიას, ცოტნე დადიანის, ვახტანგ ნინუას და ავშნის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვარტლის მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ ოქროყანის და წავკისის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები