სიდნეიში მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში, უძრავი ქონების სემინარზე მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. რაიონს, სადაც სროლა მოხდა, პოლიციამ ალყა შემოარტყა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ან ინფორმაციის მიხედვით, შეიარაღებული პირები ჯერ კიდევ რჩებიან შენობის შიგნით. სპეცრაზმი შემთხვევის ადგილზე მივიდა და შენობაში შესვლას ცდილობს.
პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი ტერაქტი არ არის.