ბაღდადთან ახლოს მომხდარ ტერაქტს 29 ადამიანი ემსხვერპლა
ერაყის დედაქალაქ ბაღდადთან ახლოს ქალაქ ჰილაში ტერაქტი მოხდა. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე თვითმკვლელმა კამიკაძემ ის მანქანა ააფეთქა, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. შემთხვევას 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 47 ადამიანი კი მძიმედ დაიჭრა. თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს დაღუპული ადამიანების რიცხვი 11 იყო თუმცა, შემდეგ მათი რაოდნეობა გაიზარდა.