მახათას ეკლესიასთან გზის მშენებლობა მიმდინარეობს

თბილისის მერი დავით ნარმანია სამების ეკლესიისა და მახათას ეკლესიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის სამუშაოები მოინახულა, სადაც დაზიანებული გზის საფარის დემონტაჟი და ასფალტის ახალი საფარის დაგება მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს “სახელმწიფო სამშენებლო კომპანია” აწარმოებს.
“ეს არის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი გზა, რომელიც თბილისის ისტორიულ უბანს, ავლაბარს მახათას დასახლებასთან დააკავშირებს, რაც მოძრაობის განტვირთვისთვის უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა ეს გზა უამრავი ვიზიტორისთვის და ტურისტისთვის დამატებითი კომფორტი იქნება. აქ გზა არასდროს ყოფილა, სამუშაოები ნულიდან დავიწყეთ და კაპიტალურად მიმდინარეობს გზის მშენებლობა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები