აზარტული თამაშების რეგულირების მოთხოვნით ხვალ აქცია გაიმართება

თბილისში, პუშკინის სკვერში, აზარტული თამაშების რეგულირების მოთხოვნით ხვალ, 16:00 საათზე აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაა” . მათ კანონპროექტი შეიმუშავეს, რომლის მიზანიც აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და სისტემაში ფინანსური რესურსების გამჭვირვალეობის ამაღლებაა. აღსანიშნავია, რომ გარდა ამისა, კანონპროექტი აზარტული თამაშების რეგულირების კონკრეტულ მექანიზმებს მოიცავს, ის მოთამაშის მოსაკრებლის დაწესება, წაგების ლიმიტების დაწესება; კაზინოების და სხვა სათამაშო კლუბების ლოკაციის წესების გამკაცრებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები