გიორგი კვირიკაშვილი “ამხანაგობა ჩუქურთმას” საამქროს ესტუმრა

“აწარმოე საქართველოში” არის პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს დაამაგრებს რეგიონებში და მათ აღარ მოუწევთ სამუშაოს ძებნა ქალაქში, – ასე შეაფასა სოფელ ქვაბისხევის მკვიდრმა, მცირე მეწარმემ თემურ მაისურაძემ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, თემურ მაისურაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და მთავრობის წევრებს “ამხანაგობა ჩუქურთმას” საამქროში უმასპინძლა.
პრემიერი „ამხანაგობა ჩუქურთმას” საქმიანობას გაეცნო. თემურ მაისურაძის განმარტებით, ამხანაგობა ხის ნაკეთობებზე და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებზე მუშაობს. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, მათ შეიძინეს ხის გადასამუშავებელი და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დასამზადებელი დანადგარები, ასევე ავტომანქანა.
მეწარმეების თქმით, “ამხანაგობა ჩუქურთმა“ წლების წინაც საქმიანობდა, თუმცა სტიქიური უბედურების შედეგად საამქრო მთლიანად განადგურდა. ამხანაგობის სამმა წევრმა წარმოების ამუშავება სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით შეძლეს.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საწარმოში ახალგაზრდები სწავლობენ ხეზე კვეთის ხელოვნებას, რომ მათ უჩნდებათ შემოსავლის წყარო, რაც დაამაგრებს ახალგაზრდებს სოფლად.” – აღნიშნა პრემიერმა.
12821419_229210687423963_2583833126649677090_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები