ალექსი პეტრიაშვილს დღეს, 4 საათზე დაჰკითხავენ

ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრის და “თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს 4 საათზე გაგრძელდება. პეტრიაშვილი გუშინ უნდა დაეკითხათ, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დაკითხვა გადაიდო.
შეგახსენებთ: პეტრიაშვილი რამდენიმე დღის წინ საბურთალოს სასაფლაოზე ორმა უცნობმა ადამიანმა დაჭრა. ის დღემდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები