თურქეთის მთავრობამ კიდევ ერთი მაღალტირაჟიანი გაზეთი უკანონოდ მიითვისა

თურქეთში მთავრობამ კიდევ ერთ-ერთი მაღალტირაჟიანი გაზეთი „ზამანი“ (Zaman) უკანონოდ მიითვისა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ზამანის“ გენერალურმა დირექტორმა აბდულჰამით ბილიჯმა განცხადებაც გააკეთა. მისი განმარტებით, კონსტიტუციის დაცვის ქვეშ მყოფი მედიასაშუალების უკანონოდ ხელში ჩაგდება კონსტიტუციის უარყოფის ტოლფასი იყო.
“მთავრობამ, მის მიერ ოპოზიციურად მიჩნეული მედიის გაჩუმების მოტივით 4 თვის წინ მსგავსი ქმედებებით „კოზა-იფექ″ მედიაჯგუფის მმართველობაც ჩაიბარა, გასულ დღეებში კი ჰოლდინგის მმართველობაში მყოფი ყველა მედიასაშუალება დაიხურა. გონიერი და დემოკრატიული ფასეულობების დამცავ ყველა მედიას თავისუფლებისა და გაზეთ „ზამანის“ მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ″,- განაცხადა აბდულჰამით ბილიჯიმ.
აღსანიშნავია, რომ თურქეთში ბოლო წლების განმავლობაში თავისუფალ მედიასა და ჟურნალისტებზე ზეწოლა მედიასაშუალებების დახურვების კუთხით ისევ გრძელდება. გაზეთ „ჯუმჰურიეთის“ მთავარი რედაქტორი ჯან დუნდარი და გაზეთის ანკარის ოფისის ხელმძღვანელი ერდემ გიული მათ გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო ორი თვის წინ დაპატიმრებულებიც იყვნენ. ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ 3 დღის წინ ჟურნალისტების დაპატიმრება უკანონოდ მიიჩნია და ორი ჟურნალისტი გაანთავისუფლა კიდეც. პრეზიდენტმა ერდოღანმა კი უმაღლესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სერიოზულად გააკრიტიკა და თქვა, რომ მან უმაღლესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ ცნო. ამ სიტყვებმა ქვეყანაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ თურქეთშიი პრეზიდენტ ერდოღანისა და 4 მინისტრის შვილთან ერთად ორგანიზებულ და ქვეყნის ისტორიის ყველაზე გახმაურებული, ანტიკორუფციული სპეცოპერაციის სახელით ცნობილი 2013 წლის 17-25 დეკემბრის სპეცოპერაციის შემდეგ, თავისუფალი მედიის გაჩუმების მიზნით, „კოზა-იფექ“ მედიაჯგუფში შემავალი 2 ტელევიზია და 2 გაზეთი, „სამანიოლუს“ (Samanyolu Group) ჯგუფში შემავალი 11 სატელევიზიო არხი, IMC-ს ტელევიზია და BengiTÜRK-ის ტელევიზია მთავრობამ დახურა, ხოლო 30-ზე მეტი ჟურნალისტი დაპატიმრებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები