“სამართალდამცავ სტრუქტურებში ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ საქმე ძალიან სწრაფად იქნას გახსნილი“

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მას პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ, იმედი გაუჩნდა, რომ ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტის გამოძიება ბოლომდე მივა.
“ალექსი პეტრიაშვილის წინააღმდეგ, გაუგონარი ცინიზმით ჩადენილი დანაშაული, მთელი საზოგადოებისთვის სულისშემძვრელი აღმოჩნდა. პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ იმედი გამიჩნდა, რომ ამ საქმის გამოძიება ბოლომდე მივა. შეხვედრისას ჩვენს დეპუტატებს შსს-მ საიმედო ინფორმაცია მიაწოდა. სამართალდამცავ სტრუქტურებში ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ საქმე ძალიან სწრაფად იქნას გახსნილი. შესაძლოა, გამოძიებამ შემსრულებლებს ძალიან მალე მიაგნოს და შემდეგ დამკვეთებზეც გავიდეს”,- განაცხადა ალასანიამ გადაცემა “2030”-ში საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი დემოკარტების“ გენერალურ მდივანს ალექსი პეტრიაშვილს შეიარაღებული პირები თავს 26 თებერვალს საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები მიაყენეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები