გიორგი კვირიკაშვილი ხვალ სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ის საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის აღდგენით სამუშაოებს დაათვალიერებს. მოგვიანებით კი მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარს ბორის თათეშვილს შეხვდება და მის საამქროსაც დაათვალიერებს.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერს ასევე დაგეგმილი აქვს სოფელ კლდეში “მესხეთის” მეფრინველეობის დათვალიერება და შემდეგ კომპანია Georgian Business Zone-ის მეცხოველეობის ფერმაში მისვლა. აღსანიშნავია, რომ ხვალიდნელი ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციართან “ამხანაგობა ჩუქურთმას” წევრებთან შეხვედრა და საწარმოს დათვალიერება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები