აფხაზეთში იდენტიფიცირებული 10 მებრძოლის ნეშტს სამების ტაძარში გადაასვენებენ

აფხაზეთში იდენტიფიცირებული 10 მებრძოლის ნეშტს სამების საკათედრო ტაძარში 16:00-ზე გადაასვენებენ, – განცხადება ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა გაკეთა.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან ისიც განაცხადა, რომ ზაფხულში აფხაზეთში შესაძლოა, კიდევ რამდენიმე სამარხი გაიხსნას. სუბარმა აფხაზურ მხარეს თანამშრომლობისთვის მადლობაც გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები