სოზარ სუბარის განცხადებით, ზაფხულში აფხაზეთში შესაძლოა, კიდევ რამდენიმე სამარხი გაიხსნას

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ზაფხულში აფხაზეთში შესაძლოა, კიდევ რამდენიმე სამარხი გაიხსნას.
ჟურნალისტებთან საუბარისას სუბარმა 10 იდენტიფიცირებული მებრძოლის დაკრძალვაზეც გაამახვილა ყურადღება.
“დღეს სამების საკათედრო ტაძარში იმ ათი მეომრის ნეშტს გადაასვენებენ, რომელთა გადმოსვენება მოხდა აფხაზეთიდან. ხვალ სამშობლოსთვის დაღუპული ათი გმირი მიებარება მიწას. ექვსი ძმათა სასაფლაოზე დაიკრძალება, ოთხი კი – მშობლების სურვილით საგვარეულო სასაფლაოებზე”, – განაცხადა სუბარმა.
აღსანიშნავია, რომ სუბარის განმარტებით, უახლოეს პერიოდში კიდევ 12 მებრძოლის ნეშტს გადმოასვენებენ.
“რამდენიმე ათეული ადამიანის იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. ზაფხულში ველოდებით რამდენიმე ახალი სამარხის გახსნას აფხაზეთის ტერიტორიაზე და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზურ მხარეს, რომელიც ამ პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობს”, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები