ნინო გვენეტაძე: გიორგი მიქაუტაძეს შეუძლია იყოს სასამართლოს ღირსეული თავმჯდომარე

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის გაცხადებით, მან შეისწავლა გიორგი მიქაუტაძის მიმართ გამოთქმული პრეტენზიები და დაასკვნა, რომ მის მიმართ ბრალეულობა არ იკვეთება. მისი განმარტებით, მიქაუტაძეს ნამდვილად შეუძლია იყოს სასამართლოს ღირსეული თავჯდომარე.
“შევისწავლე გიორგი მიქაუტაძის ბიოგრაფია, შევისწავლე მის მიმართ არსებული პრეტენზიები და ნამდვილად მივხვდი, რომ მას შეუძლია იყოს საქალაქო სასამართლოს ღირსეული თავმჯდომარე. მთელ სასამართლოს გიორგი მიქაუტაძის მიმართ აქვს პოზიტიური დამოკიდებულება”, – განაცხადა გვენეტაძემ.
უზენაესი სასამართლოს თავჯდომარემ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ბრალდებებზეც გააკეთა კომენტარი და განმარტა, რომ ბრალეულობა ამ კუთხით არ იკვეთება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები