„ბათუმის წყლის“ დირექტორი პრემიერ- მინისტრის განცხადებას ეხმაურება

„ბათუმის წყლის” დირექტორი ალეკო მიქელაძე პრემიერ – მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხმაურება. მიქელაძე მზადყოფნას გამოთქვამს ნებისმიერ დაინტერესებულ უწყებასთან სათანამშრომლოდ.
„გავეცანი პრემიერის დღევანდელ განცხადებას, რასაც სრულებით ვეთანხმები. თავიდან ბოლომდე ვიზიარებ ამ მოსაზრებას და მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა ჩემი მზადყოფნა ნებისმიერ დაინტერესებულ უწყებასთან თანამშრომლობისათვის და განვუმარტო მათ ამ სამუშაოების ჩატარების ტექნიკური აუცილებობა, რომელიც არ იყო მიმართული მხოლოდ ამ ობიექტის წყალმომარაგების შეწყვეტასთან, მიმართული იყო გარკვეულ სამუშაოებთან, რისი დოკუმენტაციაც ჩვენ გაგვაჩნია”, – განაცხადა მიქეალაძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბათუმის წყლის” დირექტორს, ალექსანდრე მიქელაძეს ერთ-ერთმა რესტორანმა ბათუმში სასურველი მაგიდა ვერ შესთავაზა. ის რესტორნიდან გაბრაზებული წავიდა. რამდენიმე წუთში კი რესტორანს წყლის მიწოდება შეუწყვიტეს.
დღეს კი მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა „ბათუმის წყლის” დირექტორის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ალექსანდრე მიქელაძის თანამდებობიდან სასწრაფოდ გადაყენება მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები