თბილისის მერიაში ჩინელ ბიზნესმენებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერიაში ჩინელ ბიზნესმენებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მოადგილეები: გიორგი ლილუაშვილი, ირაკლი ლექვინაძე, ასევე საკრებულოს დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი ესწრებოდნენ.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი თბილისში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხო.
ჩინურმა მხარემ ინვესტიციის განხორციელების ინტერესი გამოხატა საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდების მშენებლობისა და წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის კუთხით.
„განვიხილეთ მეტად საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც, ვფიქრობთ, ერთობლივი ძალებით განვახორციელებთ. ეს არის გზების, ხიდების მშენებლობა, ესტაკადები, რაც წაადგება ჩვენს ქალაქს სატრანსპორტო კვანძების დარეგულირებაში. ჩვენ განვიხილავთ თითოეულ წინადადებას“, – განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები