გიორგი მიქაუტაძე: მამუკა ახვლედიანის გათავისუფლება სწორი გადაწყვეტილებაა

საქალაქო სასამართლოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მამუკა ახვლდედიანის განთავისუფლება სწორი გადაწყვეტილება იყო: “მამუკა ახვლედიანის გადაყენება საბჭოს გადაწყვეტილებაა და მე ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა”.
მიქაუტაძემ საქალაქო სასამართლოში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ გამორიცხული არ არის, მოხდეს გარკვეული ცვლილებები.
“სასამართლოში პრობლემები არსებობს და ვიმუშავებთ მათ გამოსასწორებლად. გადასახედია, როგორც საქმეთა გადანაწილება, ასევე აპარატის ფუნქციები და არ არის გამორიცხული, იყოს გადაადგილებები”, – განაცხადა მიქაუტაძემ.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებთან საუბრისას მიქაუტაძემ მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზეც გააკეთა კომენტარი.
“საკითხები, ყველაფერი უკვე გავლილია. საჩივრები იყო განხილული შესაბამის ინსტანციებში. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – აღნიშნა მიქაუტაძემ.
შეკითხვაზე, ჰყავს თუ არა მას დაჯარიმებული “ქართული ოცნება”, მიქაუტაძემ განაცხადა, რომ არ ახსოვს.
“საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობა ჩემთვის პრივილეგია არ არის. ეს, პირველ რიგში, არის დიდი პასუხისმგებლობა, არის ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი და ჩემთვის დიდი გამოწვევაა, რომ ამ საქმის კეთებას გავართვა თავი”, – აღნიშნა მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები