იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩია
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩია. მიქაუტაძის კანდიდატურას მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი მხოლოდ 1 წევრი – ვახტანგ მჭედლიშვილი იყო.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიქაუტაძის კანდიდატურა საბჭოს წევრებს საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ 29 თებერვალს წარუდგინა.