ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა დღეს გაგრძელდება

პარტია “თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშილის დაკითხვა დღეს გაგრძელდება. დაკითხვის პროცესს მისი ადვოკატი ლევან სამუშიაც დაესწრება.
როგორც ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი მზად არის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის.
“ბატონი ალექსის სურვილიც არის, რომ მისცეს საქმეზე სრულყოფილი ჩვენება, აღიდგინოს ის დეტალები, რაც გამოძიებას დაეხმარება აღნიშნული ფაქტის გახსნაში. როდესაც ადამიანს თავში ჩაქუჩს ურტყამენ, ეს უკვე მკვლელობის მცდელობაა. ცეცხლსასროლ ჭრილობაზეც არ არის საუბარი. ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან შესაბამისი მოთხოვნებიც იქნება და კიდევ ვიძახი, რომ სანამ საქმის მასალებს არ გავეცნობი, რამე კონკრეტულ განცხადებას ვერ გავაკეთებ”,- განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, ალექსი პეტრიაშვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე ერთი კვირის წინ დაჭრეს. მას სამი ტყვია აქვს მოხვედრილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები