სააპელაციო სასამართლომ ბაია გადაბაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

ტელეკომპანია “მაესტროს” დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძის საჩივარი სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სასამართლოს განჩინებით პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
გადაბაძე თვლის, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღო.
„სააპელაციომ მითხრა უარი ჩემი სარჩელის მიღებაზე და ეს ყველაფერი  ძალიან დაჩქარებული წესით მოხდა. ამაში ჩანს ხელისუფლების ჩარევა, რომ ორმაგი სტანდარტებია. რაც აწყობთ, იმას ჩქარა განიხილავენ, რაც არა, იმას – ნელა. აქ ვხედავ ორმაგ სტანდარტებს. მთავარი, რაც არის, გია გაჩეჩილაძის წილის არსებობა, ეს არ იხილება დაჩქარებული წესით და ჩემი დირექტორობის საკითხი იხილება სუპერდაჩქარებული წესით.
ეს მიქმნის საფუძველს, ვიფიქრო, რომ სწორედ აქ არის სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევა და ის ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი არაა. ხელისუფლების ჩარევა აქ ჩანს, თორემ მოსამართლე კეტს ვერ ჩამარტყამს თავში”, – აღნიშნა ბაია გადაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბაია გადაბაძე მეორე ინსტანციისგან საქალაქო სასამართლოს იმ განჩინების გაუქმებას ითხოვდა, რომლითაც მას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარი ეთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები