„აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში“ „ღია კარის“ დღე მოეწყობა

„აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი“ აბიტურიენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს „ღია კარის“ დღეზე იწვევს.
სტუმრები უნივერსიტეტის შეთავაზებების, პროგრამებისა და უპირატესობების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ.
მათ ასევე საშუალება ექნებათ, საგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად, გაეცნონ უნივერსიტეტის გარემოს, ასევე გაცვლითი პროგრამებისა და საუნივერსიტეტო სტიპენდიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. „ღია კარის“ დღეზე შეკრებილი აბიტურიენტებისთვის წამახალისებელი ვიქტორინები მოეწყობა, მათ შორის ყველაზე აქტიურები კი სპეციალური პრიზებით დასაჩუქრდებიან. “აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გელით: თანამედროვე სასწავლო პროგრამები; მაღალკვალიფიციური პროფესურა და უცხოელი პედაგოგები; გაცვლითი პროგრამები დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან; საუნივერსიტეტო სტიპენდიები; ორმაგი ხარისხის დიპლომის მიღების შესაძლებლობა ევროკავშირში აკრედიტებულ უნივერსიტეტებთან; დასაქმების პროგრამა 70-ზე მეტ პარტნიორ ორგანიზაციაში; თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა… საბაკალავრო პროგრამები – 2250 ლარი სამართალი – 2380 ლარი; ბიზნეს ადმინისტრირება (ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი); საერთაშორისო ურთიერთობები; ინგლისური ფილოლოგია; ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი). სამაგისტრო პროგრამები – 3000 ლარი, სამართალი – 2500 ლარი, ბიზნესის ადმინისტრირება, განათლების კვლევები და ადმინისტრირება, ადამიანური რესურსების მართვა, აგრო-ბიზნესის მენეჯმენტი, საჯარო ადმინისტრირება სადოქტორო პროგრამები, ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა“,-აღნიშნულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ღია კარის“ დღე 5 მარტს, 13:00 და 12 მარტს, 12:00 საათზე, 26-ე აუდიტორიაში მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები