„სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ – პროექტის მონაწილეებმა ფოთის პრობლემები შეისწავლეს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტ „სტუდენტები თვითმმართველობისთვის” მონაწილეებმა ფოთის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები შეისწავლეს.
რამდენადაც ცნობილია, 10 დღის განმავლობაში, სტუდენტებმა ადგილობრივი ბიუჯეტის ანალიზის საფუძველზე, მოსახლეობის გამოკითხვის გზით, ყველა ის საჭიროება გამოავლინეს, რომელიც ადგილობრივების მიერ პრიორიტეტად დასახელდა. შემაჯამებელ შეხვედრაზე პროექტის მონაწილეებმა ფოთის მერთან, ირაკლი კაკულიასთან ერთად პრობლემის წარმომშობ წინაპირობებსა და მათი მოგვარების ვადებზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ პროექტს „სტუდენტები თვითმმართველობისთვის” ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქე” ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები