გოგი თოფაძე: ნუ ნერვიულობთ, ძალიან კონკრეტული და სწორი განცხადება გააკეთა პრემიერმა

ნუ ნერვიულობთ, ძალიან კონკრეტული და ძალიან სწორი განცხადება გააკეთა პრემიერმა, – ასე გამოეხმაურა დეპუტატი გოგი თოფაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას “ქართულ ოცნებაში” არსებული დაპირისპირების შესახებ.
მისი თქმით, ყველაფერი პოლიტსაბჭოზე გაირკვევა.
“ნუ ნერვიულობთ, ძალიან კონკრეტული და ძალიან სწორი განცხადება გააკეთა პრემიერმა, დიპლომატიური. მან ძალიან კარგად იცის, ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუანი. შევხვდებით პოლიტსაბჭოზე. იქნება კამათი, ალბათ, და იქ გადაწყდება. ჩვენ ძალიან მყარი პოზიციები გვაქვს ყველა საკითხში, რომელიც დავაყენეთ”, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები