პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეკრებილი დემონსტრანტები პატიმრების შეწყალებას ითხოვენ

“დემოკრატიის ინსტიტუტისა” და “პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის” წევრები ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ.
“პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის” ხელმძღვანელმა, ადვოკატმა ლაშა სტურუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს გასამართლებული არაერთი პატიმარი ქალი იხდის სასჯელს, მათ თხოვნით მიმართეს პრეზიდენტს, რათა მან გამოიჩინოს კეთილი ნება და დაუბრუნოს დედები შვილებს.
აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტს ოთხი შვილის დედის, თეა სირაძისა და რვა შვილის დედის, ციალა ჯანყარაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართეს.
“დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა აქციაზე წარადგინა თეა სირაძის შეწყალების მხარდასაჭერად პრეზიდენტისადმი პეტიცია, რომელსაც 3 200-მდე პირი აწერს ხელს. როგორც ჩხარტიშვილი განმარტავს, პრეზიდენტს იგივე მოთხოვნით მათ ზაფხულშიც მიმართეს, განცხადებას ათასამდე ადამიანი აწერდა ხელს. მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ გასცა პრეზიდენტმა პასუხი მათ განცხადებას და რატომ ამბობს იგი უარს თეა სირაძისა და ციალა ჯანყარაშვილის შეწყალებაზე, მაშინ, როდესაც ამ ქალბატონებს მათი სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე მოხდილი აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები