„საქართველო საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების რეალურ შესაძლებლობას წარმოადგენს“

საქართველო წარმოადგენს საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების რეალურ შესაძლებლობას, – ამის შესახებ შვეიცარიული გაზეთი TRIBUNE DE GENEVE 2016 წლის 2 მარტს გამოაქვეყნებულ სტატიაში – ,,ჟენევა-პეკინი ათ დღეში TGV-ს მატარებლით მალე” წერს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სტატიაში აღნიშნულია, რომ ,,აბრეშუმის გზის” გიგანტური პროექტების ფარგლებში განიხილება სხვადასხვა მარშრუტი. საქართველო კი წარმოადგენს საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების რეალურ შესაძლებლობას, რისი დადასტურებაცაა ბაქო-ყარსის ახალი მარშრუტი საქართველოს დედაქალაქის, თბილისის გავლით.
ჟურნალისტ როლანდ როსიეს დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლიდან ციტატა მოჰყავს: ,,თბილისს გააჩნია დიდი ამბიციები რეგიონში, შავ ზღვაზე ახალი პორტის აშენების პერსპექტივით”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები