კობა გვენეტაძე: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შერჩევა საბჭოს გადასაწყვეტია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შერჩევა საბჭოს გადასაწყვეტია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს ახლადარჩეულმა წევრმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. გვენეტაძემ პარლამენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“მინდა პარლამენტს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს, რომ ჩვენი გამოცდილება და ცოდნა დაეხმარება ეროვნული ბანკის საბჭოს ეფექტიანობის გაზრდას და ზოგადად, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაზრდას და ეფექტურად მუშაობას. რაც შეეხება პრეზიდენტად დასახელებას, ეს საბჭოს პრეროგატივაა”, – განაცხადა გვენეტაძემ.
პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კობა გვენეტაძე დაამტკიცა. გვენეტაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები