2 მარტი

10:30
პატივისა და ღირსების შელახვის გამო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი ვახტანგ მაჭავარიანისა და კოხტა კორგანოვის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. ამასთან დაკავშირებით უფლებადამცველი და ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ,,კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
11:00
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი მიქაუტაძის წარდგენასთან დაკავშირებით და წარმოადგენს ვიდეომტკიცებულებებს. მისამართი: ძმ. ზუბალაშვილების 36
11:00
NEW
სრულიად საქართველოს მუფტის მოადგილე ადამ შანთაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. თემა: დაპირისპირება ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
NEW
თბილისში, დადიანის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში 132 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა. აღნიშნულ ოჯახებს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია შეხვდებიან. მისამართი: თბილისი, დადიანის ქ. N7
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: დაპირისპირება ადიგენში, „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესები.
E1
11:30
“პირველ პრესკლუბში” “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია ბრიფინგს გამართავს. თემები: სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა კონკურსი, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრა, “რესპუბლიკელებისა” და”მრეწველების” დაპირისირება და სხვა მიმდიანრე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, „ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერი აკაკი ასათიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: დაპირისპირება ადიგენში; იდენტურსქესიანთა ქორწინების განხილვა, კოალიციაში მიმდინარე პროცესები.
12:00
“პირველ პრესკლუბში” „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ბრიფინგს გამართავს. თემები: სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა კონკურსი, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრა, “რესპუბლიკელებისა” და”მრეწველების” დაპირისირება და სხვა მიმდიანრე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
NEW
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რომან რურუა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რა მდგომარეობაა სპორტში, ჭიდაობაში, პრობლემები და გადაწყვეტის გზები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
12:00
NEW
პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. მის: ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: დაპირისპირება ადიგენში; „რესპუბლიკელებისა“ და „მრეწველების“ დაპირისპირება; მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
13:00
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ, მობილურ ამბულატორიებში, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის უფასო სკრინინგს C ჰეპატიტზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დაესწრება. მის: ვაჟა-ფშაველას ქ. N 33. საკონტაქტო ნომერი: 599 120009
13:00
“დემოკრატიული მოძრაობის” მთავარ ოფისში (თ.აბულაძის 8) დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს. თემა – იპოთეკარების პრობლემა.
13:00
NEW
საგაზაფხული სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. მის: ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი
14:00
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური და საქართველოს ყრუთა კავშირი ახალგაზრდა სურდო თარჯიმნების სწავლება-დასაქმების პროექტის დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებენ. მის: თბილისის მერია, ჟ. შარტავას 7, მე-20 სართული.
E1
15:00
სამგორის რაიონის გამგებელი მამუკა ჩოქური 124-ე საჯარო სკოლას ეწვევა, პირადად მიულოცავს პედაგოგებს დედის დღეს და სასაჩუქრე გადასცემს ნობათებს. მის: მოსკოვის გამზ. N14. საკონტაქტო პირი: ქეთი გომართელი 577440098
15:00
NEW
საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ლორთქიფანიძე ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის და სოფელ ზეინდარის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრას გამართავს. მის: ქუთაისი, 0 სართული საკონფერენციო დარბაზი
16:00
jandacva.ge-ის პრესკლუბში ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის ორგანიზებით ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით მაჭარაშვილი პირველ შეხვედრას გამართავს. თემა: მედიკამენტების ხარისხი. მისამართი: მერაბ ალექსიძის 8, გაუ (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი). საკონტაქტო პირი: ნათია ნარმანია 568 27 24 24
16:00
NEW
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: ქუთაისი, დარბაზი N303. პლენარული სხდომის შესვენების დროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმარტება. მის: ქუთაისი, დარბაზი N304
18:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ–ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მხარდაჭერით გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე – „თანამედროვე ქალაქის დაგეგმარების მიდგომები ისტორიული ურბანული ლანდშაფტის კონტექსტში“. ლექციას UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის წარმომადგენლობითი ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი დანიელ პენე წაიკითხავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები