მთავრობა ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმას წარადგენს

საქართველოს მთავრობა ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმას წარადგენს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო “ინტერკონტინენტალში” განაცხადა, გეგმის მიხედვით ძალიან მნიშვნელოვან გარღვევას იგეგმება ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
“გეგმის მიხედვით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან გარღვევას ვგეგმავთ ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ეს იქნება სრულიად ახალი გზები ქუთაისი – აბასთუმნის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ქუთაისი-სვანეთის მიმართულებით, ეს იქნება ახალი გზა, რომელიც დააკავშირებს გომსა და რაჭას, ეს იქნება ის ძირითადი მაგისტრალური გზები და ძალიან სწრაფი დასრულება მაგისტრალური სატრანზიტო ინფრასტრუქტურის, რომლის გარეშეც საქართველოს დაკავშირება რეგიონის ბიზნესებთან აბსოლუტურად წარმოუდგენელი იქნება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები